პამიდორი გავატაროთ ხორცსაკეპში ან დავაქუცმაცოთ ბლენდერში. წიწაკას თესლი გამოვაცალოთ და საშუალო ზომაზე დავჭრათ. ნიორი დავკეპოთ.ყველაფერი ერთად ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ მარილი, შაქარი და წამოვადუღოთ. ვადუღოთ 10-15 წუთი, შემდეგ გადმოვიღოთ ცეცხლიდან, ჩავასხათ ძმარი, მოვურიოთ და ქილებში გადავიტანოთ.