თასში მოათავსეთ მოცემული ინგრედიენტები, ფქვილი ეტაპობრივად დაუმატეთ, ცომი უნდა იყოს ელასტიური, სამუშაო მაგიდაზე დააყოვნეთ 1 საათით. ცომი გაყავით 48 ნაწილად. გაბრტყელებისას გამოიყენეთ სიმინდის სახამებელი. სიმინდის სახამებელი დაგჭირდებათ დაახლოებით 400-500გრ. გააბრტყელეთ სათითაოდ, მოაყარეთ სახამებელი ფენებს შორის, გაბრტყელებულ ცომს დააფარეთ ჩაის ტილო. ამ შემთხვევაში გამოყენებულია 24 ფენა, რულეტისებური ფორმის მისაღებად. ცომზე გადაანაწილეთ დაქუცმაცებული ნიგოზი და გადაახვიეთ რულეტივით, დაჭერით სასურველ ზომაზე. კარაქი გაადნეთ და მოასხით უკვე ფორმაზე განაწილებულ მასას. გამოაცხვეთ მაღალ ტემპერატურაზე, შეწითლებამდე. სიროფი მოადუღეთ ნელ ცეცხლზე, 25 წუთის განმავლობაში. გამოყენებისას აუცილებლად უნდა იყოს ცივი.