პრასი გაარჩიეთ, გარეცხეთ და მოხარშეთ. გადაწურეთ, გააცივეთ და ხელით დაწურეთ. დანაყეთ ნიგოზი, პრასი დაფაზე წვრილად დაკეპეთ და შეურიეთ ზემოთ ჩამოთვლილი დანარჩენი ინგრედიენტები, კარგად აურიეთ, შედგით მაცივარში, 1-2 საათით. შეგიძლიათ ყვითელი ყვავილის გარეშეც მოამზადოთ, გემრიელად მიირთვით.