ფქვილი, გამაფხვიერებელი და ცივი კარაქი კარგად გააფხვიერეთ. დაუმატეთ 2 ცალი კვერცხი, შაქრის პუდრა და მარილი. მოზილეთ ელასტიური ცომი, მაცივარში მოათავსეთ 30 წუთით. ცხელ რძეში გახსენით კვერცხის გული, შაქარი, სახამებელი და ფქვილი, დადგით ნელ ცეცხლზე, რომ ადუღდება მზადაა, ბოლოს დაუმატეთ ვანილი. გადაიტანეთ ჯამში და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. ცალკე ათქვიფეთ კარაქი და ცივი ფაფა სუფრის კოვზის დახმარებით დაუმატეთ . მართლაც უგემრიელესი კრემი გამოდის. ძალიან უხდება შუსა და ეკლერს. მაცივრიდან გამოიტანეთ ცომის მასა, გადაანაწილეთ ფორმაზე, ჩანგლით დაჩხვლიტეთ და ისევ მაცივარში მოათავსეთ, 15 წუთით. ღუმელი გაახურეთ ორივე წვაზე. ცომის მასას დააფინეთ საცხობი ქაღალდი, დააყარეთ ლობიო, ბრინჯი და ა.შ. უნდა იყოს სიმძიმე, რომ ფორმა შეინარჩუნოს. გამოაცხვეთ 180°ზე, 20 წუთში გამოიტანეთ, მოაშორეთ საცხობი ქაღალდი და გამოაცხვეთ 15 - 20 წუთის განმავლობაში, შეწითლებამდე. როდესაც გაცივდება, გადაანაწილეთ კრემი და შემოაწყვეთ მარწყვები.