კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაამატეთ მაწონი ან არაჟანი, ლიმონის წვენი, გამდნარი კარაქი, თაფლი, ვანილი, მწიკვი მარილი. კარგად აურიეთ, ან ათქვიფეთ მიქსერით. ფქვილში კარგად აურიეთ სოდა და დაამატეთ მასას. მოზილეთ ცომი. გადაიტანეთ მაგიდაზე. ცომი გაყავით ორად, ისე რომ ერთი ნაწილი მეტი იყოს მეორეზე, რადგან ერთი ნაწილისგან 3 ფენა გამოვიდეს, მეორესგან - ორი. ნაკლებ ნაწილს დაამატეთ 3ს.კ.კაკაო და აურიეთ. თეთრი ნაწილისგან გააკეთეთ 3 ფენა, შავისგან - ორი. ცომი ზომიერად რბილია, ამიტომ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე, ან საცხობ ქაღალდზე პირდაპირ ფენა გააბრტყელეთ ხელით, ოდნავ მოპნეული ფქვილის დახმარებით. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში. გვერდები ჩამოუჭერით გასასწორებლად. კრემის მომზადება: რძეში გახსენით შაქარი და ფქვილი. მოხარშეთ მუდმივი მორევით ფაფა, დაბალ ცეცხლზე. ჯერ კიდევ ცხელს შეურიეთ 1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე. როდესაც გაცივდება, წინასწარ ათქვეფილ 200 გრ. კარაქს შეათქვიფეთ პორციებად, კრემის ჰაეროვნებამდე. წაუსვით კრემი ფენებს, მონაცვლეობით. მუქი ფერის ნაფხვენები ტორტის ორ გვერდს მოაყარეთ, მეორე ორ გვერდს- თეთრი ნაფხვენები. ზემოდან სურვილისამებრ, შეგიძლიათ მინანქარი მოასხათ, ან მოაყარეთ ორფერი ნაფხვენები ჭადრაკულად. ამ შემთხვევაში მოსხმულია ორი ფერის შოკოლადი.