გავატაროთ ხორცი, ხახვი და ქინძი ხორცსაკეპ მანქანაში. დავუმატოთ ძირა, მარილი და დაღერღილი წითელი წიწაკა გემოვნებით, წყალი დავამატოთ იმდენი, რომ ნაზავი არც ძალიან თხელი იყოს და არც სქელი. მომზადებულ მასას გადავაკრათ პლასტირი და გადავდგათ გვერდზე. ცომი: ოდნავ თბილ წყალში გავხსნათ მარილი და ნელ-ნელა დავასხათ წინასწარ ჯამში მოთავსებულ ფქვილს. მოვზილოთ მაგარი ცომი. ვზილოთ ხელის გულებით დაახლოებით 15 წუთი. კარგი იქნება თუ ცომს დავასვენებთ კიდევ 15 წუთით. მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ დაახლოებით 1 სანტიმეტრზე და ამოვჭრათ წრეები ცომის საჭრელით. ამოჭრილი წრეები გავაბრტყელოთ თხელ ფირფიტებად და დავიწყოთ ხინკლის მოხვევა. ხინკლის მოხვევა გაგვიადვილდებათ თუ ცომს ლამბაქზე დავდებთ. ხინკლის მოსახარშად ავადუღოთ წყალი და ჩავყაროთ მარილი. ადუღებულ წყალში ხინკლები ჩავყაროთ კუჭით ქვემოთ და მოვურიოთ, რომ არ მიეკრას ერთმანეთს. ადუღებიდან 7-8 წუთის შემდეგ ქვაბში ჩავასხათ 1 ჭიქა ცივი წყალი და ისე ამოვიღოთ ხინკალი, რათა ცომი პრიალა იყოს.