კვერცხის ცილას დაუმატეთ მარილი და ათქვიფეთ, შემდეგ შაქარი ეტაპობრივად და კვერცხის გული. კარგად რომ აითქვიფება, დაუმატეთ არაჟანი, შემდეგ ზეთი. გამორთეთ მიქსერი, საცერზე დაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, ჩააცერით, ფრთხილად მოურიეთ, ხის ან სილიკონის კოვზით. ფორმას წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი, გადაიტანეთ მასა საცხობ ფორმაზე (24 სმ), მოალაგეთ დაჭრილი მარწყვი მჭიდროდ და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 170-180°–ზე, 45 - 50 წუთით, ორივე ცხობაზე. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. მზას შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრა, არის ფაფუკი, არომატული და საოცრად გემრიელი.