გახეხილი ვაშლი მოათავსეთ ტაფაზე, დაუმატეთ შაქრის პუდრა, მოთუშეთ, დაუმატეთ ნიგოზი და ქიშმიში. სულ ბოლოს დარიჩინი და გადმოდგით გასაცივებლად. მოამზადეთ ცომი: ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი, აურიეთ და ნელ–ნელა დაამატეთ ფქვილი. მოზილეთ რბილი ცომი. გაყავით 20 ტოლ ნაწილად. ჩააღმავეთ თითით ისე, როგორც სურათშია, ჩადეთ შიგთავსი და მიეცით მსხლის ფორმა.ზემოდან მიხაკის მარცვლებით ან კბილის ჩხირებით გაუკეთეთ ყუნწები. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, ოდნავ შეწითლებამდე. გააცივეთ, მოაყარეთ ზემოდან შაქრის პუდრა, გააფორმეთ ფოთლებით, სურვილისამებრ.