ქვაბში ჩაასხით 700 მლ რძე, დადგით ნელ ცეცხლზე, დარჩენილ 200 მლ რძეს დაუმატეთ 4 კვერცხის გული, სახამებელი და კაკაო. მიღებულ მასას დაუმატეთ ცხელი რძე, მოურიეთ განუწყვეტლივ, მიიყვანეთ წამოდუღებამდე ( არ აადუღოთ), ცხელ მასაში დაუმატეთ შოკოლადი და კარაქი, გადაიტანეთ თასში და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. მასა რომ გაცივდება, დაიწყეთ მოხარშული ბეზეს კრემის მომზადება. ქვაბში მოათავსეთ 8 ს/კ შაქარი და 5 ს/კ წყალი, ცალკე ათქვიფეთ მორჩენილი 4 კვერცხის ცილა. სიროფი მზად რომ იქნება, დაუმატეთ ბეზე ეტაპობრივად და თან ათქვიფეთ, ბოლოს დაუმატეთ ცივი შოკოლადის მასა, გადაიტანეთ ფორმაზე და გააცივეთ საყინულეში. მორევა არ უნდა, 7 საათით დააყოვნეთ საყინულეში, მართლაც უგემრიელესი გამოდის.