საუკეთესო ვარიანტი განაშია, მაგრამ ლოდინი სჭირდება. ამიტომ, ჩვეულებრივ ცივ კრემს დაუმატეთ გამდნარი თეთრი შოკოლადი. შესქელებულ რძე, კარაქი და ვანილი მიქსერით კარგად ათქვიფეთ და დაუმატეთ გამდნარი, თეთრი შოკოლადი. არ უნდა იყოს ძალიან ცხელი. ამოყვანილ კრემს შურიეთ და დიდხანს აღარ უნდა თქვეფა. თეთრი შოკოლადის დამატება აჭრილი კრემისთვისაც ძალიან კარგი გამოსასწორებელი საშუალებაა. საკონდიტრო მაგიდა და შპატელი დაგეხმარებათ უფრო იდეალურად გაასწორეთ გვერდები. როცა შიდა კრემს წაუსვამთ ტორტს, დააყოვნეთ საყინულეში,1საათით, გაგიადვილდებათ დაკრემვა გარედან. ოქროსფერი ფერი კანდულინითაა შეღებილი, რომლიც სპირტში იხსნება. ასევე იყიდება მშრალი კანდულინი სპრეი, ბურთები და ნახევარსფეროები, შოკოლადისა, სპეციალურ სილიკონის მოლდებში დამზადებული.