გარეცხეთ ბრინჯი, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცხელი წყალი და ხარშეთ, სანამ წყალს შეიწოვს და დარბილდება. შემდეგ დაამატეთ რძე, მოურიეთ და 15 წუთით დაბალ ცეცხლზე მოადუღეთ. ჩაამატეთ შაქარი, მოურიეთ კიდევ 5 წუთით, მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე და მზადაა. გამორთეთ გაზქურა, დაამატეთ ვანილი, მოურიეთ და გაანაწილეთ ლამაზ ჭურჭელში, ოთახის ტემპერატურამდე რომ გაცივდება, შემდეგ შედგით მაცივარში. ძალიან უხდება დარიჩინი, ზევიდან შეგიძლით მოაყაროთ. ამ შემთხვევაში, მოყრილია დაფხვნილი ფისტა. თუ ფიქრობთ, რომ მასა ძალიან თხელია, ცოტა რძეში გახსენით სახამებელი, რისაც გაქვთ და შეურიეთ. როგორც წესი, ამ ინგრედიენტებით, ძალიან კარგი კონსისტენციის მასა გამოდის. ამზადეთ საშუალო ცეცხლზე. სულ ბოლოს, შაქარს რომ დააყრით, დაბალ ცეცხლზე გააგრძელეთ მომზადება.