ბისკვიტი კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ კარგად, დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ ზომაში არ გაიზრდება და კარგად არ გათეთრდება მასა, შემდეგ ნელ-ნელა დააცერით ფქვილი, ურიეთ ერთი მიმართულებით, ძალიან ნაზად, რომ არ ჩავარდეს ბისკვიტი, ბოლოს დაამატეთ გამდნარი კარაქი და გააერთიანეთ მასა. გამოაცხვეთ 175-180 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში. I კრემი (მოხარშული) რძე და ნაღები ერთად გააცხელეთ ( არ აადუღოთ). ცალკე თასში კვერცხის გულები და შაქარი ათქვიფეთ და დაამატეთ სახამელებელი და ფქვილი, შემდეგ გაცხელებული რძე და ნაღების ნახევარი სითხე ნელ-ნელა დაასხით კვერცხის გულების მასას, რათა კარგად გაიხსნას სითხეში. შემდეგ დააბრუნეთ ქვაბში, გადაიტანეთ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ გაუჩერებლად. როდესაც მასა დაიწყებს შესქელებას, გადმოდგით, გადმოიტანეთ ცალკე ჯამში, სადაც კონტაქტურად გაუკეთებთ პლასტიკს და გააგრილებთ. გაგრილების შემდეგ გადაიტანეთ მიქსერში, დაუმატეთ ვანილი და კარაქი და ურიეთ, სანამ არ გახდება პრიალა თქვენი კრემი. II კრემი (მოხარშული) ქვაბში მოათავსეთ კვერცხის გულები და შესქელებული რძე, წამოადუღეთ, ურიეთ გამუდმებით, რომ არ მიიწვას. ეს მასა დაუმატეთ კარგად ათქვეფილ კარაქს, შემდეგ დაუმატეთ ვანილი. ბოლოს გადაურიეთ ფსტის პასტა და შეინახეთ მაცივარში გასაგრილებლად. ფსტის პასტის შეძენას შეძლებთ ნებისმიერ საკონდიტრო მაღაზიაში, ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ სახლში. III კრემი (ტორტის შემოსალესად) შოკოლადი და ფსტის პასტა გაადნეთ ორთქლზე და გადაურიეთ ათქვეფილ კარაქს, იქვე დაამატეთ სახამებელი და შაქრის პუდრა. ( კრემი მოამზადეთ უშუალოდ გამოყენების წინ) დასანამი სითხე შაქარი და წყალი კარგად ადუღეთ, შემდეგ გააზავეთ წყალში, ბოლოს დაუმატეთ შავი რომი (გემოვნებით). ტორტის აწყობა ბისკვიტი გამოაცხვეთ ისე, რომ იყოს სამი ფენა, ან გამოაცხვეთ დიდი ფენები და გაჭერით. აწყობა უნდა მოხდეს ყალიბში აუცილებლად, რათა ტორტს კარგი დგომა ჰქონდეს. შეგიძლიათ ააწყოთ ქვაბში. კრემი და ხილი (ნებისმიერი, მე გამოვიყენე მარწყვი და ჟოლო) გადაანაწილეთ პირველ და მეორე ფენებზე, დანამეთ კარგად ყველა ფენა და შეინახეთ საყინულეში დაახლოებით 2 საათით. 2 საათის შემდეგ ამოიღეთ ტორტი ყალიბიდან და შემოლესეთ მესამე კრემით, დეკორაცია გაუკეთეთ სურვილისამებრ.