გაყინული კარაქი გახეხეთ სახეხზე, დაამატეთ 5 ჭიქა ფქვილი და კარგად გააფხვიერეთ. ორი კვერცხი ათქვიფეთ, დაუმატეთ მაწონი, გამაფხვიერებელი, ვანილი, მოზილეთ მაგარი ცომი და 10 წუთით შედგით საყინულეში, სანამ ქადის გულს გააკეთებთ. კარაქი, შაქარი და ფქვილი გააფხვიერეთ, დაუმატეთ ვანილი, გამაფხვიერებელი. ცომი გაყავით ორ ნაწილად, გააბრტყელეთ დიდ ზომაზე, ასევე ქადის გული ორ ნაწილად. ერთს მოაყარეთ ქადის გული, ქიშმიში, ცუკატი, ნიგოზი, გადაახვიეთ და დაჭერით ჭარხლის საჭრელით, ზემოდან წაუსვით რძე და კვერცხის გული. მეორე ფენა გამოაცხვეთ მარტო ქადის გულით. გამოაცხვეთ კალაკადაფენილ ფორმაზე,180 გრადუსზე.