ძირისათვის დავფქვით ორცხობილა, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და კარგად აურიეთ. შემდეგ მოათავსეთ ფორმაში და მაცივარში გააჩერეთ ნახევარი საათით. ჟელატინს დაასხით ცივი წყალი (ადუღებული და გაციებული ) და დატოვეთ 1საათით. არაჟანს დაუმატეთ შაქარი და რძე. დადგით ნელ ცეცხლზე. შაქარი რომ დადნება, დაამატეთ 60 გრამი დალბობილი ჟელატინი, როცა გალღვება გადმოდგით და 10 წუთის შემდეგ ჩაასხით ფორმაში. შედგით მაცივარში, სანამ არ გამყარდება. მარწყვი დაშაქრეთ, მარწყვისგან და შაქრისაგან მოადუღეთ კომპოტი. ამ წვენში დაამატეთ დარჩენილი 60 გრამი ჟელატინი და დადგით ნელ ცეცხლზე. როცა ჟელატინი გადნება, გადმოიღეთ და 10 წუთის შემდეგ დაასხით თეთრ ფენას. კარგად გამაგრების შემდეგ, დააწყვეთ ზედ ლამაზად მარწყვები და დაასხით წითელი ფერის ჟელატინი. სულ ეს არის.