ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი, ფქვილის გარდა. აურიეთ კარგად და ნელ–ნელა შეურიეთ ფქვილი (შეიძლება 4-6 ჭიქა დასჭირდეს). მოზილეთ რბილი ცომი ისე, რომ არ უნდა ეკრობოდეს ხელს. გააკეთეთ მანდარინის ზომის ბურთები, დაალაგეთ საცხობ ტაფაზე და ზემოდან მოაყარეთ შაქარი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, შეწითლებამდე. დაახლოებით 20 წუთით.