მოამზადეთ მარწყვი: 300 გრამ, წვრილად დაჭრილ მარწყვს დააყარეთ რამდენიმე კოვზი შაქარი, დაასხით ერთი ყავის ჭიქა წყალი და ცოტა ლიმონის წვენი, გააჩერეთ 1-2 საათით, შემდეგ გადაწურეთ წვენი და დაუმატეთ სურვილისამებრ რომის ესენცია, ვანილი ან მარტინი. კრემის მომზადება: 3 კვერცხის გული და 100 გრ. შაქარი კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ „მასკარპონე“ და საყინულეში 15 წუთით გაციებული ნაღები, როდესაც გასქელდება მზადაა, ბოლოს სილიკონის ჯოხით შეურიეთ ცალკე ათქვეფილი ცილები, დარჩენილ 50 გრამ შაქართან ერთად. აწყობა : ძირზე წაუსვით ცოტა კრემი, „სავოიარდი“ დაასველეთ მარწყვის წვენში (ძალიან არ ჩაარბილოთ), ჩაალაგეთ ფორმაში, წაუსვით კრემის ნახევარი, დააყარეთ გადაწურული მარწყვი, გაიმეორეთ მეორე ფენა „სავოიარდი“ დარჩენილი კრემი და ბოლოს მორთეთ მარწყვით. გამოყენებამდე გააჩერეთ მაცივარში, მინიმუმ 3-4 საათით. შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრი, სერვირებამდე. კვერცხი შეგიძლიათ საერთოდ ამოიღოთ, ამ შემთხვევაში შაქარს ჩაანაცვლებთ შაქრის პუდრით და ნაღების რაოდენობას გაზრდით. ან პირიქით, თუ ნამდვილი ტირამისუს კრემი გინდათ, ამოიღეთ ნაღები და გაზარდეთ კვერცხი რაოდენობა 6–მდე.