ცივ წყალში ჩაყარეთ შაქარი და ჟელატინი. გააჩერეთ 3 წუთის განმავლობაში. შემდეგ დადგით გაზზე და მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე, არ ადუღოთ, თან ქაფი მოაცალეთ. ბოლოს მალინის ესენცია გაუკეთეთ. ფორმის ძირში ჩაყარეთ მარწყვი და დაასხით ცხელი ჟელატინი, ხილი დაფარეთ და დააყოვნეთ. ცოტა რომ გამაგრდება, შემდეგ ისევ ჩაყარეთ ხილი და ისევ დაფარეთ. ასე გააკეთეთ მანამ, სანამ არ გაივსება ფორმა, რაშიც გაკეთებთ.