ათქვიფეთ ცილა, დაუმატეთ შაქარი, შემდეგ კვერცხის გული, ზეთი, არაჟანი, ფქვილი, გამაფხვიერებელი. გადაიტანეთ მასის მესამედი კალკადაფენილ, ცხიმწასმულ, 26 დიამეტრიან ფორმაში, მოაყარეთ არეული ხილი, შოკოლადი. ასე გაიმეორეთ მეორედ და მესამედ, ფენა–ფენად მოაყარეთ. გამოაცხვეთ 170-180 გრადუსზე, 50–55 წუთით. გემრიელად მიირთვით!