კვერცხი და მწიკვი მარილი ათქვიფეთ, შეათქვიფეთ მოხარშული, შესქელებული რძე,ზეთი და ფქვილი, გამაფხვიერებელი. კოვზით გასაყვანი მასა გამოდის, გაიტანეთ ქაღალდზე, რომელსაც მოუსმევთ მსუბუქად ცხიმს, გამოაცხვეთ 4 ფენა, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 180 გრადუსზე, ზედა-ქვედა წვით. მალე ცხვება, მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით . კრემის მომზადება: გაითვალისწინეთ, რომ ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ერთი ტემპერატურის. ათქვიფეთ კარაქი, ვანილი და შეათქვიფეთ შესქელებული რძე. ზემოდან მოასხით მომზადებული კარამელი არაჟნის ბაზაზე - შაქარი ჩაყარეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე, არ აურიოთ, როდესაც გადნება შაქრის ნახევარზე მეტი, დაიწყეთ მერე ხის კოვზით შერევა, რომ გაიხსნება სრულად შაქარი და მიიღებთ ლამაზი კარამელის ფერს, დაამატეთ ოთახის ტემპერატურის არაჟანი და ურიეთ გამუდმებით, ადუღეთ ესე 3-4 წუთის განმავლობაში. გადმოდგით და 2 წუთის შემდეგ შეურიეთ კარაქი, ვანილი, მწიკვი მარილი. მასა გააერთიანეთ და მზადაა.