კვერცხის ცილა ათქვიფეთ ნელ-ნელა, დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ კარგად, ამოსვლამდე, შემდეგ დაუმატეთ გაცრილი ნუშის ფქვილი, შაქრის პუდრა, მწიკვი მარილი. სურვილისამებრ მიეცით ფერი და გაურიეთ მზა მასაში. საცხობ ტაფაზე გადაიტანეთ და მიეცით მრგვალი ფორმები. დაელოდეთ 20 წუთით, გამოაცხვეთ 125 გრადუსზე,18-22 წუთით. შიგთავსისთვის ნაღები მიიყვანეთ ადუღებამდე, დაუმატეთ თეთრი შოკოლადი, კარგად გახსენით, გაცერით. მზა მაკარონს წაუსვით მიღებული მასა და მოხუფეთ ზემოდან. უმჯობესია ერთი ღამე მაცივარში გააჩეროთ.