ცერცვი გაასუფთავეთ ყუნწებისგან და ძაფებისგან, გარეცხეთ და დაასხით წყალი. დადგით გაზქურაზე. ხარშეთ 20 წუთით, გადაწურეთ საწურზე (წვენს არ იყენებთ). ცალკე ქვაბში ჩაასხით ცოტა ზეთი, დაამატეთ დაჭრილი ხახვი, წითელი ტკბილი წიწაკა, ოდნავ მოშუშეთ, დაამატეთ პომიდვრის პასტა, მოხარშული ცერცვი, ადუღებული წყალი (ისე, რომ ოდნავ დაფაროს) და მოხარშეთ ნელ ცეცხლზე, ცერცვის მზაობამდე. ბოლოს ჩაამატეთ დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, მწვანე რეჰანი, დაჭყლეტილი ნიორი, პილპილი და მარილი გემოვნებით. მოამზადეთ და მიირთვით მწვანე სალათთან ერთად, ძალიან უხდება, გაამოთ.