ხორცი ბერძნულად
ხორცი ბერძნულად
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ზეთისხილი - 60 გ
  • წითელი ღვინო - 250 მლ
  • ნივრის კბილი - 5-6
  • ხახვი - 2 თავი
  • სტაფილო - 2
  • საქონლის ხორცი, რბილი - 600 გ
  • ოხრახუში
  • მარილი და პილპილი
  • მწვანე ხახვი
მომზადების წესები
ხახვი და ნიორი წვრლად დავჭრათ, სტაფილო რგოლებად. მოვშუშოთ ზეითუნის ზეთში, დავამატოთ დაჭრილი საქონლის ხორცი და სანახევროდ შევწვათ. 
დავასხათ ღვინო, დავამატოთ დაჭრილი ზეთისხილი და დავაფაროთ თავზე. მოვამზადოთ დაბალ ცეცხლზე სანამ ხორცი დარბილდება, თუ წვენი დაიშრო, ცოტა წყალი დავასხათ.

ბოლოდ დავამატოთ დაჭრილი მწვანილი, მარილი და პილპილი.

გარნირად შეგვიძლია მოვუმზადოთ კარტოფილი, ბადრიჯანი და სხვა სასურველი ბოსტნეული