ნუშის ფქვილს დაუმატეთ დამდნარი კარაქი, სელის მარცვლები, ერითრიტოლი, კარგად აურიეთ და დატკეპნეთ ფორმის ძირზე. ნაღებს დაუმატეთ ერითრიტოლი, 3კვერცხის გული და დადგით ცეცხლზე, 70-80 გრადუსამდე გაათბეთ, დამატკბობელი რომ დადნეს. მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით. ცხელსვე დაუმატეთ ჟელატინი და აურიეთ ჟელატინის გახსნამდე. დააბლენდერეთ 150 გრ. გაყინული მოცვი, დაამატეთ ლიმონის ცედრა, ერითრიტოლი და გადაურიეთ ხაჭოში, დაამატეთ უკვე გაგრილებული ნაღების მასა,(გასინჯეთ, თუ აკლია სიტკბო, დაამატეთ) მოურიეთ, ჩაასხით ფორმაში და მოათავსეთ მაცივარში, 24 საათით.