პირველ რიგში, გარეცხეთ საჭირო ტევადობის ქილა, ასევე თუნუქის თავსახური და გაასტერილეთ ადუღებული წყლით. შემდეგ გარეცხეთ ტყემალი და საწურზე დაარეთ, რათა ქილაში ზედმეტი წყალი არ ჩაყვეს. სტერილიზირებულ ქილაში ჩაყარეთ ტყემალი, დაასხით ადუღებული წყალი და დააფარეთ თავსახური. დატოვეთ ასე მანამ, სანამ წყლის ტემპერატურა თბილი არ გახდება. ასპირინი შეგიძლიათ არ გამოიყენოთ. გადაასხით წყალი და ისევ ჩაასხით ახალადუღებული წყალი. მოხუფეთ ქილა და თბილად შეინახეთ, 2 ან 3 დღის განმავლობაში.