ეკალა გარეცხეთ, ჩაყარეთ მდუღარე წყალში, მოხარშეთ. გადაავლეთ ცივი წყალი და ასევე გააჩერეთ ცივ წყალში, რომ სიმწარე გამოუვიდეს (1-2 სთ მაინც დასჭირდება). რომ გადაწურავთ, დაჭერით, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, გატარებული ნიგოზი, მოასხით ძმარი, მოაყარეთ წითელი წიწაკა და მარილი. გემრიელად მიირთვით! ასევე დაგაინტერესებთ: ასე შენახული ეკალა მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ