გემრიელი შუ საოცარი კრემით
გემრიელი შუ საოცარი კრემით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კრემისთვის: რძე - 1 ლ
  • კვერცხი მოხარშული - 3
  • ფქვილი - 5ს/კ
  • შაქარი - 300გ
  • კარაქი - 200გ
  • ლიმნის ცედრა - (1 ლიმნის)
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • კარაქი - 200გ
  • წყალი - 400 მლ
  • კვერცხი - 7
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • მარილი - მწიკვი
მომზადების წესები

კრემის მომზადება: რძეს ვადგამთ ცეცხლზე. ამასობაში 3 კვერცხის გულს ვუმატებთ 150 გრამ შაქარს. ამ მასას ავთქვეფთ, ხოლო დარჩენილ შაქარს ვამატებთ რძეში. კვერცხისა და შაქრის მასას დავუმატოთ ფქვილი. იმისათვის რომ კარგად გავთქვიფოთ დავუმატებთ ცოტა თბილ რძეს. რომ მივიღებთ კარგად თხელ მასას გადავუმატებთ გაზზე დადგმულ რძეში და ავთქვეფთ მიქსერით სანამ არ გასქელდება. კრემი გავაციოთ. სანამ ცივდება კარაქს ვუმატებთ ვანილს, ლიმნის ცედრას და ვთქვეფთ. ამ მასას ვუმატებთ კარგად ჩაცივებულ კრემს და ისევ ვთქვეფთ. კრემი მზადაა. ცომის მომზადება: ქვაბში ვათავსებთ კარაქს, წყალს, ვანილსა და მარილს და ვდგამთ ცეცხლზე. წამოდუღების მერე ვამატებთ ფქვილს და ვაგრძელებთ მორევას. ცომი გადმოვიტანოთ და რომ გაცივდება დავუმატოთ კვერცხები. ავთქვიფოთ სანამ მასა კარგად არ შეიკვრება და არ მიიღებს წებოვნებას. შემდეგ ფქვილმოყრილ ჟარონაზე სუფრის კოვზის მეშვეობით გადავიტანოთ ცომი და გამოვაცხოთ 180°-ზე 25 წუთით. გამომცხვარ ცომში მოვათავსოთ კრემი და მივირთვათ გემრიელად!

ტეგები:
მკითხველის რეცეპტი ნანახია: 133