კვერცხი, მარილი, შაქარი, ვანილი ათქვიფეთ, შეურიეთ არაჟანი, შეათქვიფეთ კარაქი, გამაფხვიერებელი და შეაზილეთ ფქვილი. რბილი ცომი უნდა გამოვიდეს. გააბრტყელეთ 2-3 სმ სისქეზე, ძალიან არ გაათხელოთ, დაჭერით, გადაუსვით კვერცხის გული და რძის ნაზავი, გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, ზედა-ქვედა წვაზე. უგემრიელესი გამოდის.