შევადედებთ მაწონს ჩვეულებრივად მაწვნის დედით. მერე თავზე მოვხდით ნაღებს, დავაფენთ 16 ფენად დაკეცილ სტერილურ ბინტს ან სუფთა მარლას. მარლა შეიჟღინთავს შრატს, ამოვიღებთ, გავწურავთ ბინტს და ისევ დავაფარებთ. ასე გავიმეორებთ კიდევ რამდენჯერმე. სასწაულად გემრიელი მაწონი გამოდის და, რაც მთავარია, ბავშვისთვის გადასარევია.