100 გრ ფქვილს დაამატეთ შაქარი, კარგად გადაურიეთ და ნელ-ნელა გახსენით მასში მდუღარე რძე, სწრაფად მოურიეთ კოვზით. დადგით ცოტა ხნით და გააგრილეთ. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის გული (ცილა ცალკე შეინახეთ) დაამატეთ ზეთი, სოდა, მარილი. კარგად გადაურეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე (ყველაფერი გააკეთეთ კოვზით ). კოვზითვე შეაზილეთ დარჩენილი ფქვილი. უნდა მიიღოთ წებოვანი ცომი, მაგრამ არა დასასხმელი, ფორმას უნდა ინარჩუნებდეს. სამუშაო დაფაზე დაყარეთ ფქვილი, გადმოიტანეთ ცომი, ზემოდანაც მოაყარეთ ფქვილი, მიეცით მოგრძო ფორმა, გაყავით 20-25 ნაწილად. მოაგუნდავეთ ბურთებად, თითოეული დააწყვეთ ქაღალდდაფენილ საცხობ ფორმაზე, ოდნავ დააწექით ხელით და ფრთხილად გააბტყელეთ ცოტათი. გამოაცხვეთ 180⁰–ზე, გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 10-12 წუთით. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. ორცხობილები კარგად, ბოლომდე უნდა გაცივდეს. გლაზურის მომზადება: სანამ ორცხობილები ცივდება, გააკეთეთ გლაზური: 120გრ შაქრის პუდრას დაამატეთ ცილა, მოურიეთ ჩანგლით. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დაამატეთ ლიმონის წვენი, გლაზური მიიღებს მკვეთრ თეთრ ფერს. ამოავლეთ მასში ცივი ორცხობილები, შემდეგ დაალაგეთ რკინის ბადეზე, ქვეშ დაუფინეთ კალკა და გააჩერეთ სანამ კარგად არ გაშრება გლაზური.