მოსამზადებლად მარტივია, ერთი კვერცხი ან ორი კვერცხის გული ცოტათი გავთქვიფეთ, დაამატეთ შაქარი და ცოტა რძე, კარგად ათქვიფეთ, შემდეგ დაამატეთ რძის ნახევარი და თქვეფაში შეათქვიფეთ ფქვილი, ფქვილი კარგად უნდა გაიხსნას რძეში. შემოდგით ასადუღებლად. განუწყვეტლივ ურიეთ, რომ ადუღდება მალევე დაიწყებს შესქელებას, ხარშეთ რამოდენიმე წუთით, მზადყოფნამდე. ამას არომატზე მიხვდებით, როდესაც ფქვილი მოიხარშება. გადმოდგით და ცხელში დაამატეთ ვანილი. დააფარეთ ცელოფანი ისე, რომ კრემს ეხებოდეს და დატოვეთ გასაციებლად. თქვეფით ამოიყვანეთ ოთახის ტემპერატურის ნაღების კარაქი, გათეთრებამდე და უკვე გაციებული მოხარშული კრემი დაამატეთ კოვზობით, სათქვეფის საშუალებით. გამოდის საბაზისო კრემი, ამ კრემით შეგიძლიათ უკვე დაკრემოთ ან მოამზადოთ სხვადასხვა სახის კრემები.