ვარდის ფურცლები მოათავსეთ 3 ლიტრიან ქილაში, დააყარეთ შაქარი, დადეთ მზის გულზე. ქილაში პერიოდულად ჩაამატეთ ვარდის ფურცლები და მოაყარეთ შაქარი. შაქარი არ უნდა დაინანოთ, ასე გააგრძელეთ სანამ არ გაივსება. გამოიყოფა წვენი, როდესაც გამუქდება მზადაა. გაწურეთ და შემდეგ თქვენი გემოვნებით დაუმატეთ არაყი. ქილა სულ უნდა იდოს მზის გულზე.