კეთდება ორი ფენა. ერთი ფენისთვის დაალბეთ 5 კოვზი ჟელატინი წყალში. მანამდე აიღეთ 5 ჭიქა არაჟანი, დააყარეთ 2 ჭიქა შაქარი, ამოიყვანეთ კარგად და გაურიეთ გალღობილი ჟელატინი. მიღებული მასის ერთი ჭიქა ჩაასხით ნებისმიერ ოთხკუთხა ფორმაში და გააცივეთ. გაციების შემდეგ დაჭერით კუბიკებად. იმავენაირად მოამზადეთ მეორე ფენა, ოღონდ გაურიეთ გალღობილი შოკოლადები და ისევ ერთი ჭიქა გააცივეთ. დაიწყეთ აწყობა შემდეგნაირად: პირველი ფენისთვის ფორმაში ჩაყარეთ შავი კუბიკები და დაასხით თეთრი. გააცივეთ და მეორე ფენა დაასხით პირიქით, ვანილი არ დაგავიწყდეთ.