იხვის ფილე დასერეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი და კანის მხრიდან დაიწყეთ დაბრაწვა. კარგად გახურებულ უცხიმო ტაფაზე (შეგიძლიათ მინიმალური რაოდენობის ზეითუნის ზეთის გამოყენება), 2-3 წუთი ორივე მხარეს დაბრაწეთ და შემდეგ შედეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე 6-8 წთ. კრემისთვის ამოიყვანეთ 500 მლ ნაღები, გადაურიეთ 50 გრამი თხის ყველი და 100 გრამი მასკარპონე, ასევე გადაურიეთ წინასწარ დაბლენდერებული 10 გრ ბაზილიკი და ცხარე მწვანე ტობასკო (გემოვნებით), დაუმატეთ მარილი და კრემი მზად არის. მწვანილების სალსა - 50 გრ ქინძი, 20 გრ ოხრახუში, 15 გრ რეჰანი და 5 გრ ორეგანო დაკეპეთ წვრილად და შეაზავეთ მარილით, პილპილით და ხამანწკების სოუსით (გემოვნებით). სოუსი - 200 მლ საკე ჩაასხით ქვაბში და გაუკეთეთ რედუქცია, შემდეგ დაამატეთ 50 გრ კეტჩუპი, 5 გრ წითელი ტობასკო და 30 გრ სოიოს სოუსი, დაელოდეთ შესქელებამდე და სოუსი მზად არის.