კვერცხის გული ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად, გათეთრებამდე და სილიკონის ნიჩბით ფრთხილად შეურიეთ ფქვილი. გამოაცხვეთ 20სმ დიამეტრის ფორმაში, 180 C - ზე,15 წუთით. კრემის მომზადება: კარაქი და ნაღები მყარი და თეთრი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. ქვაბში აგარ-აგარი და წყალი გახსენით, მიიყვანეთ თითქმის ადუღებამდე, დაამატეთ შაქარი და ხარშეთ 110 C-მდე. გადმოდგით ცეცხლიდან, როცა მასა დაიწევს 106 C-ზე, დაიწყეთ კვერცხის ცილის ათქვეფა, დაბალ სიჩქარეზე. დაამატეთ ლიმონმჟავა, გადართეთ საშუალო სიჩქარეზე, თქვიფეთ გათეთრებამდე და გამყარებამდე. შემდეგ წვრილ ზოლად დაამატეთ სიროფი, თან თქვიფეთ. მასა უნდა გახდეს ერთგვაროვანი და გლუვი. შემდეგ აურიეთ კარაქის კრემი. ჩადეთ ბისკვიტი იგივე ფორმაში, რომელშიც გამოაცხვეთ. დაადეთ მიღებული სუფლე და შედგით მაცივარში, რამდენიმე საათით. შოკოლადის მინანქარი: გაადნეთ შოკოლადი ქოქოსის კარაქთან ერთად, ორთქლის აბაზანაზე, ან მიკროტალღურ ღუმელში. დესერტი ამოიღეთ ფორმიდან და მოასხით მინანქარი.