კრემი მოამზადეთ 1 ლიტრი რძის ფაფაზე, დაამატეთ ვანილი, ნახევარი ქილა შესქელებული რძე და კარაქი. დანამეთ სიროფით, რომელსაც დაამატებთ ფორთოხლის წვენსა და ლიმონჩელოს. ფენებს შუა მოალაგეთ თხლად დაჭრილი ხილი. ბისკვიტი მთლიანად შემოლესეთ გვერდებზე და თავზე მოხარშული კრემით. ცალკე ათქვიფეთ ნაღები, 2 ს.კ შაქრის პუდრთან ერთად და გადაუსვით თხელ ფენად დამუშავებულ ბისკვიტს. მოამზადეთ აგრეთვე ჟელატინი: 1 ჭიქა გადადუღებულ და გაციებულ წყალში ჩაამატეთ 1 ს.კ ჟელატინი. 15 წუთის შემდეგ შეათბეთ და დაამატეთ 2 ს.კ შაქარი, ნახევარი ფორთოხლის წვენი და ყვითელი საკონდიტრო ფერი. გააცივეთ კარგად და ფრთხილად მოასხით ტორტის ზედაპირზე. აუცილებლად უნდა მოახერხოთ რომ გვერდებზე არ ჩამოიღვენთოს ჟელატინი.