ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამზე, მიქსერით გააერთიანეთ, გადმოიტანეთ დაფაზე და ხელით კიდევ ერთხელ კარგად შეკარით ცომი. მთელი ღამე გააჩერეთ მაცივარში (ყველაზე ცოტა, 1 საათით მაინც უნდა იყოს მაცივარში). ცომი გააბრტყელეთ, ამოჭერით რგოლები, ფორმაზე ოდნავ დიდი, გადაიტანეთ უცხიმო ფორმებში, კარგად ამოავსეთ ყველა კუნჭული, ჩაჩხვლიტეთ ძირები და გამოაცხვეთ 15–20 წუთით.