ცომი უნდა ვზილოთ 10 წუთის განმავლობაში ძალიან კარგად, თან სულ ვესაუბრებით. შემდეგ დავასვენებთ 20 წუთით სოუსი: წვრილად დაჭრილ ნიორს მოვიყვანთ კარაქში, შემდეგ გავურევთ ფქვილს, დაველოდებით შესქელებას და გავაგრძელებთ მოყვანას. დავამატებთ რძეს, გავაგრძელებთ დუღილს, შემდეგ - კრემყველს. ვაგრძელებთ მორევას. დავუმატოთ ცოტა მარილი, ცოტა პილპილი და ბოლოს - კანგაცლილი დამბალხაჭო წვრილად დაფშხვნილი. ცომი მზადა, ვაბრტყელებთ, ვუსვამთ გაციებულ თეთრ სოუსს, თხლად ვაყრით პირშუშხას სეგმენტებად, ვამატებთ დამბალხაჭოსა და მოცარელას ისე, რომ არ გადავტვირთოთ. შემდეგ - რაჭულ ლორს და სამეფო ხამანწკ სოკოს და ვდებთ ღუმელში. 10 წუთში ვიღებთ და პიცა მზადაა. ომბალოს ზეთი: ვაბლენდერებთ 30 გ ომბალოს და 60 გ ზეთს, ვასხამთ ქვაბში და პირველი წამოდუღებისთანავე ვთიშავთ. ვწურავთ მარლით ნელა. სათუთად და ზეთი მზადა. ასე შეგიძლიათ ნებისმიერი მცენარის ზეთის მომზადება თაფლის ტოპინგი: ვაბლენდერებთ თაფლს, წიწაკას, ნიორს და ანისს. ვაჩერებთ ფერმენტაცისათვის. მადლობა!