ნახევარ ქოქოსს ვაბლენდერებთ წვენთან ერთად, ვამატებთ რძეს, შესქელებულ რძეს და სრირაჩას. ვაგრძელებთ დაბლენდერებას შემდეგ გადავწურავთ და ვდგამთ გაზზე, რომ არ წამოდუღდეს. 5 კვერცხის გული და შაქარი ამოგვყავს ერთად. ვაცხელებთ ნაღებს, მიგვყავს ადუღებამდე. ამ სამივე ბაზას ვურევთ ერთმანეთში და ვდებთ საყინულეში. ნაყინის დამხმარე კომპონენტები: გადაწურულ ქოქოსის ნარჩენებს, ანუ ფანტელებს, ვურევთ შაქრის პუდრას, კარაქს და ფქვილს. ვაცხობთ ორცხობილას. ქეშუს ვაყრით შაქარს და ვაკარამელიზებთ ტაფაზე ფორთოხლის წვენს ვამატებთ კარაქს, ტარხუნას, ცოტა სიცხარეს და ვადუღებთ, სანამ არ შესქელდება - ესეც სოუსი მადლობა!