გაადნეთ კარაქი, 6 კვერცხის გული ათქვიფეთ 100გრ შაქართან ერთად, დაამატეთ სოდა ძმრით, ან გამაფხვიერებელი დაუმატეთ ფქვილში. ამოვიყვანეთ ცილა მწიკვ მარილთან ერთად, დაუმატეთ 100 გრ შაქარი და გააკეთეთ ფუმფულა ბეზე. ცილას გადაურიეთ გულები, სილიკონის კოვზით. 2 ნაწილად ჩააცერით ფქვილში არეული კაკაო და გადაურიეთ. შემდეგ 2 კოვზი ცომი აურიეთ გამდნარ კარაქში და ეს მასა გადაურიეთ მთლიან ცომს. გამოაცხვეთ 160°-ზე, კონვექციით, დაახლოებით 30 წუთით. შეამოწმეთ ხის ჩხირით. კრემის მომზადება: (შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენთვის საყვარელი მოხარშული კრემის რეცეპტით) დადგით რძე ასადუღებლად, გააკეთეთ გოგლი-მოგლი, დაუმატეთ ფქვილი და სახამელები, 1 ყავის ჭიქა ცხელი რძე და გააერთიანეთ მასა. როცა რძე დაიწყებს დუღილს, ჩაუშვით მზა მასა ნელ–ნელა და მოურიეთ მუდმივად, გასქელდება და მზადაა. ცხელში დაამატეთ ვანილი და 50 გრ კარაქი. დადგით გასაგრილებლად. ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, შეგიძლიათ დაუმატოთ ნახევარი ქილა შესქელებილი რძე და გაგრილებული ფაფა. მინანქრის მომზადება: შიგთავსი ალუბალი და ჟოლო. დანამეთ ალუბლის წვენით, შეგიძლიათ ხილი ცოტახნით გააჩეროთ კონიაკში. ბისკვიტიდან ამოიღეთ გული, დანამეთ გვერდები და ძირი. მოალაგეთ ხილი და ჩაასხით კრემი. ზემოდან მოაყარეთ დატეხილი ბისკვიტი. ცოტა ზემოდანაც დანამეთ და გააგრილეთ. ამასობაში გააკეთეთ მინაქარი, შოკოლადს დაასხით ადუღებამდე მიყვანილი ნაღები. დააცადეთ 3-4 წუთი. აურიეთ და შემდეგ მოსახით ტორტს. მორთეთ სურვილისა და გემოვნების მიხედვით.