აურიეთ ყველა ინგრედიენტი, მოზილეთ ნაზი ცომი და შეფუთეთ, უნდა ააფუოთ 2 ჯერ და ჩაზილოთ ორჯერვე. მესამედ რომ აფუვდება, ამოიღეთ პატარა გუნდები და დააწყვეთ საცობ ტაფაზე. ჯობის გუნდები ერთმანეთს ოდნავ დააცილოთ, რადგან გუნდა მაღლა აიწევს და განზე ძალიან არ გავა, როდესაც დაალაგებთ, იქაც აფუვდეს 40 წუთით. შემდეგ გადაუსვით მორჩენილი კვერცხის გული და შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში, 250 გრადუსზე. ( ტაფაზე მოუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილიც) გემრიელად მიირთვით.