პირველ რიგში, მოამზადეთ საფუვრიანი ცომი: თასში მოათავსეთ მოცემული ინგრედიენტები (მარგარინის გარდა), მოზილეთ ცომი და შეფუთეთ. ცომი ორჯერ ჩაზილეთ. შემდეგ გააბრტყელეთ ცომის მასა და წაუსვით ოთახის ტემპერატურის მარგარინი ( 300 გრ მთლიანად), გადაკეცეთ კონვერტისებურად, მაცივარში დააყოვნეთ 30 წუთით, საჭიროა 3- 4 ჯერ გადაკეცვა. ბოლოს გადაახვიეთ რულეტივით და დაჭერით 4 ნაწილად. აიღეთ ერთი ნაწილი, გააბრტყელეთ, შემდეგ გადაანაწილეთ ყველი და ზევიდანაც დააფინეთ ცომის მეორე ნაწილს. გადაუსვით კვერცხის გული და არაჟანი. გამოაცხვეთ 170 - 180°ზე, 40-45 წუთით. უგემრიელესია.