დიდ თასში ათქვიფეთ პურის ფქვილი, მარილი და საფუარი. ნელა დაამატეთ წყალი და აურიეთ ხის კოვზით, რომ გაერთიანდეს. მას შემდეგ, რაც ნარევი დატენიანდება, ამოიღეთ ცომი თასიდან მსუბუქად, ზეთოვანი, ან სველი ხელებით (წებოვნების თავიდან ასაცილებლად). მოზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში. ცომი არ გახდება ელასტიური, მაგრამ ადვილად უნდა დამრგვალდეს. განათავსეთ ცომი ზეთოვან ჭურჭელში და დააფარეთ სუფთა სამზარეულოს პირსახოცი, ან პლასტმასის თავსახური, რომ გამოშრობისგან დაიცვათ. გააჩერეთ 24 საათის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე. იგი გაორმაგდება ზომით და თქვენ შეძლებთ დაინახოთ ბუშტები, რომლებიც წარმოიქმნება ზედაპირზე. სამზარეულოს დაფაზე, ან სამუშაო მაგიდაზე მოაყარეთ ფქვილი და განათავსეთ მასზე ცომი. ხელები ისევ დაისველეთ, ან მსუბუქად წაისვით ზეთი. დაყავით ცომი შვიდ თანაბარ ნაწილად და გააკეთეთ ბურთულები. მოათავსეთ ცომის ბურთულები ზეთიან, ცილინდრულ ჰერმეტულ ჭურჭელში, ან კონტეინერში და მოათავსეთ მაცივარში, 48 – დან 96 საათამდე. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გამოყენებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე, რომ ცომი გათბეს ოთახის ტემპერატურაზე, ამათანავე ის იმდენად წებოვანი აღარ იქნება.