კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ რძე, ზეთი, გამაფხვიერებელი და ფქვილი. ათქვიფეთ კიდევ. ტაფას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ცოტა შაქარი, დაალაგეთ დაჭრილი ბანანი, მოასხით ზემოდან ათქვეფილი მასა, დაახურეთ თავსახური და სულ დაბალ ცეცხლზე გამოაცხვეთ. როდესაც ქვედა მხარე გაწითლდება (ხშირად არ ახადოთ თავსახური) გადმოატრიალეთ და 3 წუთამდე კიდევ გამოაცხეთ. ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ ქოქოსის ფანტელი ან შაქრის პუდრა.