3 ლიტრი ნაღები მოაგროვეთ ძალიან ცხიმიანი რძისგან, მაცივარში შეინახეთ. მომჟავო რძისგან აღებული არ უნდა იყოს,თორემ არ ივარგებს კარაქი, თქვიფეთ მიქსერით, საათზე მეტხანს, სანამ დო და კარაქი არ გამოეყოფა ერთმანეთს, გადაუწურეთ გამოყოფილი სითხე და გააგრძელეთ თქვეფა, 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოათავსეთ ცივ წყალში და გარეცხეთ მანამ, სანამ წყალი არ გაკრიალდება. რეცხვის პროცესში, კარაქი კარგად დასრისეთ და დაამუშავეთ, რადგან დო არ შერჩეს და კარაქი არ გაამწაროს, შემდეგ გადაიტანეთ კონტეინერში და შედგით მაცივარში. საღამოს მომზადებული შეგიძლიათ უკვე დილიდან გამოიყენოთ. პასკა, კექსი, ხაჭაპური და სხვა კერძებიც შეგიძლიათ მოამზადოთ ამ კარაქით. კარაქისგან გამოყოფილი სითხის გამოყენება შეგიძლიათ კექს-პეროგებში.