მაცივარში მთელი ღამით გააჩერეთ რძე, დილით მოხადეთ ზემოდან ნაღები და დააგროვეთ საყინულეში. ამ შემთხვევაში მოგროვებულია 2კგ და 650 გრ ნაღები. გაალღვეთ და მიქსერით თქვიფეთ, დაახლოებით 15 წუთით. დაამატეთ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააგრძელეთ თქვეფა. 15 წუთის მერე დაამატეთ ერთი ჭიქა ცივი წყალი და თქვიფეთ მზაობამდე. ამოყვანილი კარაქი გარეცხეთ გამდინარე წყალში. სულ ესაა, გამოდის 1 კგ და 200 გრ კარაქი.