ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩააგდეთ რამდენიმე ტოტი რეჰანი ფოთლებიანად (3-5 ტოტი), დაამატეთ 1/2 დაჭრილი ლიმონი, წამოადუღეთ 2 წუთით, დააფარეთ თავსახური და გააგრილეთ. გადმოწურეთ წვენი, შეურიეთ 2 ს/კ თაფლი და გააგრილეთ მაცივარში. მიირთვით ნებისმიერ დროს, როგორც გამაგრილებელი სასმელი.