ცივი არაჟანი და ვანილი ათქვიფეთ საშუალო სიჩქარეზე, 2-3 წუთით, დაამატეთ პორციებად შესქელებული რძე და კიდევ 2 წუთით ათქვიფეთ. ნაყინი მზადაა. არაჟანი უნდა იყოს ახალი, სქელი, ცივი და არანაირად მჟავე . ჩაასხით კონტეინერში. შედგით მაცივარში, სანამ მოამზადებთ შოკოლადის ჭიქებს. თუმცა ნაყინი უკვე მზადაა, თუ გსურთ, გაყინეთ და ასე მიირთვით, თუმცა შეგიძლიად ესკიმოდაც აქციოთ: თუ არ გაქვთ ესკიმოს სილიკონის ფორმები, მაგრამ გინდათ ესკიმო, მაშინ მოამზადეთ ქაღალდის ჭიქები, ოდნავ გადაჭერით თავი, რომ უკეთ მოხსნათ ესკიმოები. ფუნჯით წაუსვით გალღვობილი შოკოლადი და 2 წუთით გასამყარებლად მაცივარში ჩადეთ. ნაყინს ზემოდან შოკოლადი მოასხით და ამოურიეთ, რომ შოკოლადი ნაწილაკებად აქციოთ. გამყარებულ შოკოლადიან ჭიქებში ჩაასხით ნაყინი და ჩაარჭეთ ხის ჯოხები. ხის ჯოხებით 2-3 ჯერ მოურიეთ ესკიმოებს, რომ ნაყინი თანაბრად გაცივდეს, ყინულის გარეშე. გამყარებულ და გაყინულ ესკიმოებს შემოახიეთ ქაღალდის ჭიქა და ესკიმოებიც მზადაა. გარედან შოკოლადიანი და შიგნით შოკოლადის ნაწილაკებით.