ათქვიფეთ კვერცხის ცილა, დაუმატეთ დანის წვერით მარილი, შაქარი ეტაპობრივად, შემდეგ კვერცხის გული, არაჟანი და ზეთი, გამორთეთ მიქსერი, ჩააცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი. გამოსაცხობად გამოიყენეთ 35 სმ ფორმა. გადაანაწილეთ მასა ფორმაზე, მოალაგეთ მარწყვი და მოაყარეთ შტროიზელი: ფქვილი, შაქარი და კარაქი კარგად გააფხვიერეთ, მოათავსეთ მაცივარში. შეგიძლიათ შტროიზელი არ მოაყაროთ და ისე გამოაცხოთ, 170-180 გრადუსზე, დაახლოებით 55 წუთით, მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. არომატული და უგემრიელესი ნამცხვარიც მზადაა.