შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ მიქსერით, დაამატეთ მაწონი, სოდა ძმრით, ვანილი, ფქვილი, არაჟნის სისქის ცომი გამოდის. ფორმაზე წაუსვით ცხიმი და ჩაასხით. ზემოდან მოალაგეთ ალუბალი. გამოაცხვეთ დაბალ ტემპერატურაზე, მხოლოდ ქვედა წვით. დაახლოებით 30 წუთი დასჭირდება.