მოაცილეთ ხილს კურკა, შიგა ფენა გამოცლილს დაასხით შაქრის სიროფი და გააჩერეთ სრულ გაცივებამდე, შემდეგ ისევ წამოადუღეთ და ისევ გააცივეთ. დილით კი სრულ მზაობამდე ადუღეთ, დაბალ ცეცხლზე. ცხელი არ ჩაასხათ ქილებში, მხოლოდ გაგრილებული ჩაასხით გასტერილებულ ქილებში. მოათავსეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე და გამორთეთ. მოაწყვეთ მშრალი სტერილიზაცია, მჭიდროდ მოუჭირეთ ხუფი და მიაბრძანეთ თავის ადგილას. გამოიყენეთ კექსებში და ყავასთან მარტო ნაყოფია კარგი, ქიშმიშივითაა. კანი არ მოაცალოთ, სიმკვრივის შენარჩუნებისთვის და ზუსტად ეს აქცევს მას ქიშმიშის მსგავსად. თავი და ბოლო მოაჭერით, თავის თეთრი შიგა კანიანად.